LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ… შეკითხვაზე „ვის ველაპარაკები“, გპასუხობთ: ყველას“

222
ნიკა გვარამია

„პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო. შეკითხვაზე „ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები“, გპასუხობთ: ყ ვ ე ლ ა ს“, – წერს სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, ნიკა გვარამია.

როგორც გვარამია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით, შეკითხვებით ბევრმა მედიამ მიმართა და რადგან ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ როგორც იგი ამბობს, სოციალურ ქსელში პასუხობს:

„მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%-იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის.

პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.

მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება..

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ.

„გვარამიასთან გარკვეული ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს“ – მელიას გუნდი ამბობს, რომ ახალი პარტიის ყრილობა თებერვალში გაიმართება

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო.

შეკითხვაზე „ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები“, გპასუხობთ: ყ ვ ე ლ ა ს“. – წერს ნიკა გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g