LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს – ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი, ეფექტური და ეფექტიანი გზებით“

158
ნიკა გვარამია

„არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს და მის  სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გვარამიას განცხადებით, უფრო მეტი „ახალზე და ერთიანობაზე“ თებერვალში გახდება ცნობილი.

„გავმეორდები:

არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს

არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები

„გვარამიასთან გარკვეული ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს“ – მელიას გუნდი ამბობს, რომ ახალი პარტიის ყრილობა თებერვალში გაიმართება

„პარტიული სახე, ეს გაერთიანება უკვე ქმნის მიზიდულობის ცენტრს, როგორც არსებული პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრობენ.“

ვსაუბრობ და მომავალშიც ვესაუბრები მათ, ვინც მზადაა და გაქანება და კომპეტენცია ყოფნის, ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდის ერთად გასაკეთებლად. ვინც ასხივებს გამბედაობას – შეცვალოს და კომპეტენციას – მართოს.

ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ, თუ გნებავთ, ჩემ თავს მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი, ეფექტური და ეფექტიანი გზებით და ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით, ყოველგვარი მიკერძოებების, წინასწარგანწყობების და ტრავმული მეხსიერების მიღმა.

ნებისმიერი ადამიანი, ვისთვისაც მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია, ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ჩემს მიერ იქნება განხილული პოტენციურ პოსტ საარჩევნო პარტნიორად – ნიკა მელია

დანარჩენი ახალზე და ერთიანობაზე უკვე თებერვალში. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ! მრავალს დაესწარით! ყველაფერი კარგად იქნება.“ – წერს ნიკა გვარამია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g