„სულ რომ შუაზე გასკდეს „ქართული ოცნება“, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, 26 ოქტომბერს ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს“, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ეს სრული აბსურდი და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვაა.
თამარ კორძაია: „კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულს, პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის – ის საქართველოს მოქალაქეებს 14-მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს“
აღნიშნულით კორძაია პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის ქმნის.
„ეს არის სრული აბსურდი, მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების. უფრო ხისტად ვიტყვი, სულ რომ შუაზე გასკდეს „ქართული ოცნება”, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, მათ შორის, მათთვის ჩვეული მოსყიდვის შეთავაზებები, ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს 26 ოქტომბერს. საქართველო განვითარდება სწორი, ევროპული და დემოკრატიული მიმართულებით”. – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ფოტო: რადიო „თავისუფლება“