LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „შარლ მიშელი 2“ არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები“

133
ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს დღევანდელ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი“ – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

ნიკა გვარამია იმ მთავარ საკითხებს ასახელებს, რომელზეც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა და აქვე წერს, რომ „შარლ მიშელი 2 არ იქნება“.

„უკომენტაროდ ვდებ ალან ბერსეს ბრიფინგს (ევროსაბჭოს ხელმძღვანელის), განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია.

ასევე ყველას მინდა შევახსენო: შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

„დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს, „რუსული კანონის“ შელამაზება და ა.შ“ – ნიკა მელია ევროსაბჭოს გენერალურ მდივანზე 

უკომენტაროდ ვდებ ალან ბერსეს ბრიფინგს (ევროსაბჭოს ხელმძღვანელის), განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ…

Posted by Nika Gvaramia on პარასკევი, 20 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g