LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: უმძიმესი დღე ჩემთვის, პირველ რიგში მისი დაკარგვის გამო, და მეორე – როგორც მისი ოჯახის, მეგობრების და ჩვენი საერთო წრისთვის ამ სიკვდილის პირველი მაცნისთვის

790
BeFunky-collage (3)

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ნიკა რურუას შესახებ წერს:

“დღეს ამ ქვეყნის საუკეთესო კულტურის მინისტრის, ჩემი ძალიან კარგი მეგობრის, სერიოზული მასშტაბის მოაზროვნის, და, რაც ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი და მისაბაძი იყო მასში- კაცის, რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა გამოიგონა/შექმნა – ნიკა რურუას გარდაცვალების დღეა.

უმძიმესი დღე ჩემთვის, პირველ რიგში მისი დაკარგვის გამო, და მეორე – როგორც მისი ოჯახის, მეგობრების და ჩვენი საერთო წრისთვის ამ სიკვდილის პირველი მაცნისთვის (ტელევიზიის დირექტორები ხომ ყველაფერს პირველები იგებენ). ასეთი ტრაგიკული, პირველობა არასდროს ყოფილა.

და რაოდენ სიმბოლურია, რაოდენ ნიშანდობლივია და რაოდენ ხაზს უსვამს მის მასშტაბს, მოქმედი კულტურის მინისტრის გუშინდელი კატასტროფა”,- წერს ნიკა გვარამია.

ნიკა რურუას გარდაცვალებიდან დღეს სამი წელი გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g