LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია – უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ განსაკუთრებით, 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული – დღეს ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების კონტურები გამოიკვეთა, რითაც კმაყოფილი ვარ

224
4_nTc8w2W

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრისას გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურირების და ფორმალიზაციის.

„მე როგორც პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ისევ ამ აზრზე ვრჩები (პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები). მე ვერ ვხედავ ანტიკონსტიტუციურობას ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთიანი გადაწყვეტილებაა მისაღები. დღეს გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურირების, ფორმალიზაციის, რითაც მე ძალიან კმაყოფილი ვარ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს როგორ საზოგადოების ნაწილმა, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა. მთავარი ამ მიმართულებით არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g