LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა

123
ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს, 12 თებერვალს დატოვა.

ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ვადის ამოწურვის შემდეგ, გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის სასამართლო პროცესს არ დაესწრო და რუსთავის ციხესთან თავად გამოცხადდა.

მთავარ სლაიდზე გამოყენებული ერთ-ერთი ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g