LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას დაკავება არაფერია, თუ არა მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ყველა გაგვაჩუმონ – ჟურნალისტებმა დერეკ შოლეს სახელზე წერილი შეადგინეს

108
Untitled design (2)

ოთხი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა შეადგინეს წერილი, რომელსაც საქართველოში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს გადასცემენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი საქართველოშია

ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი შოლეს სთხოვენ, რომ წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს პირადად გადასცეს:

“ჩვენ მოვიტანეთ საგანგებო წერილი, ეს არ არის მხოლოდ “მთავარი არხის” წერილი, მას უერთდება დამოუკიდებელი მედიასაშუალებები – “ფორმულა”, ტვ “პირველი” და “კავკასია”, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს პირადად გადასცეს დერეკ შოლემ, რომელიც საქართველოში შეხვედრებს მართავს.

ჩვენ ვყვებით კიდევ ერთხელ, რამდენად დრამატულად იცვლება დემოკრატიის მდგომარეობა ამ ქვეყანაში, ყოველდღიურად როგორ იზღუდება თავისუფალი სიტყვა და ნიკა გვარამიას დაკავება არაფერია, თუ არა კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ ჩვენ, ყველა გაგვაჩუმონ”, – თქვა ჟურნალისტმა, ნათია გოგსაძემ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად, მედიასაშუალებების ჟურნალისტები სოლიდარობის აქციას მართავენ.

სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტთან”, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს, მედიის წარმომადგენლების ნაწილია შეკრებილი.

ჟურნალისტებს სიმბოლურად, ფერადი ლენტებით აქვთ ხელები შეკრული და თვალები ახვეული.

magti 5g