“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ ნიკა მელია დაჭერილი არაა, მას შეუძლია გასაღები გამოიყენოს და ციხე დატოვოს.
“გასაღები ნიკა მელიას ხელშია. პროკურატურამ პირდაპირ განაცხადა , რომ ჩვენი თვითმიზანი მისი დაჭერა არ არისო. მელია დაჭერილი არ არის, როგორ არის დაჭერილი? პროკურატურამ ცალსახად თქვა, რომ გასაღები მის ხელშია. კარების გასაღები მის ხელშია, შეუძლია, გააღოს და გამოვიდეს.
ეს დაჭერაა? ეს არის დაკვეთა. დაკვეთა სხვა ქვეყნიდანაა და ვიცით საიდანაც მოდის, რომ გაამწვავოს პოლიტიკური სიტუაცია. ამას ხვდება მთელი მსოფლიო. თვალები ბევრ რამეზე ამეხილაო მიშელმა თქვა. ჩამოვიდა და ყველაფერი ნახა, არა მარტო საზღვარი, რუსები რას გვიშვრებიან – გვაუბედურებენ და გვაწიოკებენ,” – განაცხადა ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას ლადო კახაძემ.