LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც „კოპირებს“ რუსეთსა და ბელარუსს!

112
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელია აქციაზე მიმდინარე მოვლენებსა და დაკავებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი შეფასებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას თავისუფლების იდეის ეშინია და მზადაა, „მშვიდობიან აქციებს დაერიოს.“

როგორც ნიკა მელია აცხადებს, მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება.

„დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშინიათ თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ!

აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს – მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია. ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ!“,- წერს მელია.

ცნობისთვის, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა.

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სუს-თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს

ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული, რა პროვოკაციაც არ უნდა მოგვიწყონ, ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს – ბაჩო დოლიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g