LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული, რა პროვოკაციაც არ უნდა მოგვიწყონ, ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს – ბაჩო დოლიძე

119
BeFunky-collage (20)

ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული, მაგრამ დღის ბოლოს ყველა მაინც გარეთ იქნება, ვერ შეგვაშინებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, პროტესტის კიდევ ერთ ლოკაციასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი.

დოლიძის თქმით, ადგილი აქვს პროვოკაციას, თუმცა ისინი მშვიდობიან პროტესტს განაგრძობენ.

“ამოცანა არის ერთი – მაქსიმალურად ბევრი ადამიანი წაიყვანონ, მაგრამ არ გამოვა, დღის ბოლოს ყველა გარეთ იქნება. პროვოცირებას აქვს ადგილი, ჩვენ ვთქვით, რომ პირიქით, მშვიდობიანი პროტესტის იქეთ არაფერი არ იქნება. რა პროვოკაციაც არ უნდა მოგვიწყონ, ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს”, – თქვა ბაჩო დოლიძემ და ამასთან, მოუწოდა პოლიციას თავი შეიკაონ “უკანონო დაკავებებისა და პროვოკაციებისგან”.

შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 სხვადასხვა ადგილას აქცია იმართება.

 

სუს-თან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

“რისთვის აკავებენ ხალხს, გაგიჟებული ვარ” – ხმაური და დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროსთან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები