LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სუს-თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს

77
1

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია და ტერიტორიას განრიდებულია 10-მდე ადამიანი.

კითხვაზე, თუ რის გამო აკავებენ აქტივისტებს, საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, სუს-თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს. სირაძის განცხადებით სახელმწიფო დაწესებულების, შენობის ბლოკირება კანონით არის აკრძალული.

ამ დროისთვის უცნობია დაკავებულების ზუსტი რაოდენობა. 

შეგახსენებთ, დღეს 11:00 საათიდან აქციები დაიწყო სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან და სახელმწიფო უსაფრთხიოების სამსახურის შენობასთან.

აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული, რა პროვოკაციაც არ უნდა მოგვიწყონ, ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს – ბაჩო დოლიძე

სუს-თან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

magti 5g