LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: ელექტრონულ სამაჯურს საათის ნაცვლად გავიკეთებ

242
1562056977-მელია-სასამართლო-5

ნიკა მელიას პატიმრობა არ შეეფარდა – სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება. მას სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.

თუ დამნაშავე ვარ, აქ კი არ უნდა ვიდგე, ციხეში უნდა ვიჯდე, გავიკეთებ ელექტრონულ სამაჯურს, საათის ნაცვლად გავიკეთებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

ოცნებისთვის საშიში დაჭრილი მხეცი ვარ - ნიკა მელია

მელია ამბობს, რომ დეპუტატების ადგილზე თავად დიდ მორალურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იგრძნობდა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ჰქონდა მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის  გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებდა.

„ბიძინა ივანიშვილმა იმ ღამეს გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესწავლას ვერავინ შეძლებს დუნიაზე. ჩვენი საჩივარი რომ არ დაკმაყოფილდა, ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან. ახლა დამიმატეს, რომ სამაჯური უნდა გავიკეთო, ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს ელექტრონულ სამაჯურს. გადმომცემენ სარეზოლუციო ნაწილს და უკეთ ვნახავ.

ეს არის წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან. მე ისეთივე პარლამენტის წევრი ვარ, როგორც დანარჩენი 150. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, რომ იჯექი სახლში არ გამოხვიდეო. გავიკეთებ კი ბატონო, თქვენც ხომ გიკეთიათ საათი, საათის ნაცვლად გავიკეთებ ელექტრონულ სამაჯურს. ეს არის ბრძოლა, სადაც იმარჯვებს ძლიერი,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა.

ნიკა მელიას სასამართლომ აკრძალვები დაუწესა

რა შეზღუდვები დაუწესდა მელიას?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g