LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძალადე პირებზე ზედამხედველობას შსს ელექტრონული სამაჯურით განახორციელებს

138
shutterstock-764663209

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილეს შსს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც შემაკავებელი ორდერის გამოწერის პარალელურად მოძალადეზე ელექტრონულ მონიტორინგს ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, მოძალადეს კიდურზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. მოწყობილობა მსხვერპლსაც გადაეცემა. ახალი ცვლილებათა პაკეტი კანონმდებლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა წარუდგინა.

ცაციაშვილის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლს და მოძალადე პირს სპეციალურ ელექტროსამაჯურს დაუმაგრებენ, რომელიც გარკვეულ რადიუსზე მიახლოებისას უწყებას სიგნალს გადასცემს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს დაუყონებლივი მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ.

ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა

„იმ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის, შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილეთ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს შემაკვებელი ორდერის გაცემის პარალელურად, მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მოძალადეებზე ელექტრონულ ზედამხედველობას. ელექტორნული მონიტორინგი ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას გულისხმობს. იქნება ორი მოწყობილობა: ერთი, რომელიც მსხვერპლს დაუმაგრდება, ხოლო მეორე – მოძალადეს. დამაგრების შემდეგ შესაბამისი მოწყობილობა მსხვერპლთან გარკვეულ პერიმეტრში როგორც უსაფრთხო, ასევე საფრთხის შემცველ დისტანციებზე მიახლოების დროს გადასცემს სიგნალს შსს-ში. შემოსული შეტყობინება საშუალებას მოგვცემს, რომ მყისიერად მოხდეს რეაგირება. მოწყობილობის დამაგრების ვადა შემაკავებელი ორდერის ვადას უკავშირდება და განისაზღვრება ერთი თვით”, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მძიმე მდგომარეობით თბილისში გადაიყვანეს

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევებს შეამცირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები