LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „ყველა არმოწონება ჰბარდება წარსულს, ამ გაერთიანებით ჩვენ ვასრულებთ ქართული საზოგადოების დაკვეთას – შემოდგომით, როდესაც ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს რეალურ შედეგს“

139
ნიკა მელია - რადიო „თავისუფლების“ ფოტო

„გუშინ შედგა სამი პოლიტიკური ძალის – „დროას“, „გირჩი -მეტი თავისუფებისა“ და „ახალის“ ერთობა, რომლის ერთადერთი მიზანია – ივანიშვილის დამარცხება საქართველოს გასამარჯვებლად“, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელია და გაერთიანების შესახებ საზოგადოების განწყობებზე საუბრობს.

როგორც მელია ამავე პოსტში აღნიშნავს, „საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს განსხვავებულთა გაერთიანებას, მცირე ნაწილი იარლიყების ეძებს ამ ერთობის დასაკნინებლად, არადა, განსხვევებული ძალები რომ ერთიანდებიან,ზუსტად ეს არის სიძლიერე“:

ზურაბ ჯაფარიძე: „ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, 5 წელიწადში ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის წევრი“

„ნამდვილად არაა იოლი ასეთი ერთობის მიღწევა, და ამ რთული ამოცანის გადაჭრაში ვლინდება ამ ძალების ძალაც და კეთილგონიერებაც. განსხვავებულთა გაერთიანება აერთიანებს განსხვავებულ ელექტორატებს და სახავს გამარჯვების მკაფიო კონტურებს.

დაინტერესებულმა პირებმა ამ ერთობის დასაკნინებლად დაიწყეს სპეკულაციები ამ პლატფორმაში კონკრეტული პირების გავლენების არსებობაზე, მეტიც, კეთდება აქცენტი კონკრეტული პირის გავლენების დუმბლირებაზე ენმ-სა და ჩვენს ერთობაში, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მავანმა ამ ყველაფერზე, ეს პლატფორმა არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა.

ეს პლატფორმა შექმნილია გამარჯვებისთვის და პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ამოცანებს, რომელიც მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე.

ნიკა გვარამია: „მცირე განსხვავებები იყო ჩვენსა და „ლელოს“ ხედვებს შორის, ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ამით პროცესი არ იკეტება“

„ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“. საკმარისი დრო ჯერ კიდევ არის.“

ჩვენ ყველას ჩვენ ჩვენი განსხვავებული ბიოგრაფიები გვაქვს, ჩვენ ჩვენი წარსული. ზოგს მოსწონს ეს, ზოგს არ მოსწონს, ზოგს ძალიან არ მოსწონს, ბევრი რამ ჩვენ თვითონაც არ მოგვწონს ერთმანეთის – გნებავთ შეხედულებები, გნებავთ ხედვები, გნებავთ წარსულში გადადგმული თუ არგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ყველა არმოწონება ბარდება წარსულს, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს.

„დროა“, „ახალი“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ – „ვერთიანდებით იმიტომ, რომ სახლში გავუშვათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“

ამ გაერთიანებით ჩვენ ვასრულებთ ქართული საზოგადოების დაკვეთას, ჩვენ ვასრულებთ საარჩევნო ამოცანას, ვდგამთ კარგად გააზრებულ, პრაგმატულ ნაბიჯს, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერთიანდებით მომავლისთვის და არა წარსულისთვის.

შემოდგომით, როდესაც ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს ჩვენი გაერთიანების რეალურ შედეგს, ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში.“ – წერს ნიკა მელია.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

გუშინ შედგა სამი პოლიტიკური ძალის – "დროას", "გირჩი -მეტი თავისუფებისა"და "ახალის" ერთობა, რომლის ერთადერთი მიზანია -…

Posted by Nika Melia on Tuesday 9 July 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g