LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „მცირე განსხვავებები იყო ჩვენსა და „ლელოს“ ხედვებს შორის, ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ამით პროცესი არ იკეტება“

138
ახალი და დროა

„მცირე განსხვავებები იყო ჩვენსა და „ლელოს“ ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“ – ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე, სადაც ცნობილი გახდა, რომ პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ, გვარამიამ ასევე აღნიშნა, პარტიები დღეიდან ერთიან კამპანიას დაიწყებენ:

იაგო ხვიჩია: „ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა, რომ არჩევნებში სამის ნაცვლად ხუთი პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“

„ლელო“ ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“. საკმარისი დრო ჯერ კიდევ არის.

დღევანდელი განაცხადის შემდეგ ჩვენ ერთიან კამპანიას დავიწყებთ და დავიწყებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და როგორ წავიყვანოთ ყველამ ერთად ქვეყანა წინ. მინდა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც ამ გაერთიანებაში არის და არ არის ერთიან საქმეში, ვუსურვო წარმატება.

ასევე ნახეთ

„ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიისა და იმ უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს“.

ეს ჩვენთვის ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთობა ემყარება პრინციპებს: საქართველოს დასავლური საზოგადოების წევრობა, არ თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან არცერთი ფორმით და ოპოზიციური კოორდინაცია, ერთმანეთზე თავდაუსხმელობა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, როგორც „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, პარტიებს შორის მოლაპარაკებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სიტყვის ერთგულება, რომელიც ხელმოწერაში სალომე ზურაბიშვილის ქარტიის და ასევე, ბრიუსელში ხელმოწერილი განაცხადის გამოიხატა, რომელიც საერთო მიზნებისთვის ბრძოლას ეხება და პირველ რიგში, ეს არის საქართველო დასავლეთში, დასავლურ ოჯახში, ევროპულ ცივილიზაციაში და ასევე, საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფა წარმატებული, უსაფრთხო გარემოსი და ბედნიერების შესაძლებლობის მიცემა ქართველებისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ყველა პარტიულ, თუ არაპარტიულ სუბიექტს გვაიძულებს დავდგეთ ჩვენს მოსაზრებებზე, წინააღმდეგობებზე, ეგოებზე მაღლა და ამ ტიპის გადაწყვეტილებები მივიღოთ.

„გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გამარჯვებისთვის“ – რა სიახლეებს აანონსებს დღეს თინა ბოკუჩავა და როდის მოხდება „ოპოზიციურ ფრონტზე“ გაერთიანება

ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ქართველებმა უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში იცხოვრონ. მინდა ჩემს კოლეგებს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მოლაპარაკებები ხანგრძლივი იყო, ასევე რთული.

მანამდეც წინაპირობები უძღოდა ამას, არაც თუ ისე სასიამოვნო ზოგჯერ, თუმცა თანამოაზრეები ჩვენ ვიყავით ყოველთვის, მაგრამ დღეს ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთიანობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი, რასაც ქართული საზოგადოება და ჩვენი წარსულიც და მომავალიც, ჩვენგან ითხოვს, ამიტომაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ“. – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს“ – კახა კალაძე

პოპულარულები