LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა – მელია სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს

175
ნიკა მელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე, მელიამ საქმის მოსამართლეს, ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.

მანამდე, ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი და ის, როგორც მოსამართლე, არ დაინტერესებულა, თუ რატომ დააკავეს გუშინ უკანონოდ“.

მომხდარის შემდეგ, ნიკა მელია სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, მოსამართლემ კი შესვენება გამოაცხადა.

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს იმართება.

ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიიყვანეს, რომელიც 29 მაისის საღამოს სამართალდამცველებმა საერთოდ სხვა საქმესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, კერძოდ კი, უწყების განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფის ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების საფუძველზე.

შეგახსენებთ, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც არ გადაიხადა.

⭕ 👇 თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on პარასკევი, 30 მაისი, 2025

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g