LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან – რა დოკუმენტი მიუტანეს ენმ-ს ლიდერს ადვოკატებმა

67
მელია ადვოკატებ

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მისი ადვოკატები ხვდებიან.

ადვოკატებმა მელიას რუსთავის საპატიმროში ის დოკუმენტი მიუტანეს, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში ის ევროკავშირის გირაოს დასთანხმდება და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საპატიმროს დატოვებს.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განმარტა, მელიასთან რიგითი შეხვედრაა.

“ჩვეულებრივი შეხვედრა არის, ნიკას პოზიციას რაც შეეხება, ყველაფერი ცნობილია, ახალი არაფერია, ამიტომაც დეტალებზე ვერ გესაუბრებით. ნიკას პოზიცია ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა საკითხზე, მათ შორის, გირაოს თემაზე.

ეს არის ჩვენი მორიგი შეხვედრა, ვინაიდან დღესასწაულები იყო, ხუთშაბათის მერე ვერ შევხვდით. ამ საქმეზე რაღაც მოლოდინები იქმნება, აბსოლუტურად გაუგებარი, ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევხვდეთ ჩვენ მეგობარს, რომელიც უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაშია”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მას დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა, ხოლო ოპოზციცია აცხადებს, რომ მელია პოლიტპატიმარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g