LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას საქმეზე ადვოკატების სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

156
ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.

ნიკა მელიას ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სააპელაციო სასამართლოს 72-საათიანი ვადა ჰქონდა იმის სათქმელად, მიიღებდა თუ არა სარჩელს წარმოებაში.

შეგახსენებთ, ნიკა მელია სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.

მონდომების შემთხვევაში, მოინახება იურიდიული მექანიზმები, რომელიც შესაძლებელს გახდის ნიკა მელიას გათავისუფლებას: ლევან იოსელიანი

ნიკა მელია თავს გრძნობს მხნედ და ჰქონდა სურვილი, რომ საჯაროდ მეთქვა, საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა: ნინო ლომჯარია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g