LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონდომების შემთხვევაში, მოინახება იურიდიული მექანიზმები, რომელიც შესაძლებელს გახდის ნიკა მელიას გათავისუფლებას: ლევან იოსელიანი

141
ლევან იოსელიანი

პოლიტიკური პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებამ დიალოგის პროცესი გაართულა და ჩიხში შეიყვანა. ის გამოსავალზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სიტუაციის განმუხტვის გზა კვლავ არის დიალოგი და ის, რომ მელია უნდა გაათავისუფლონ.

როგორც იოსელიანი აცხადებს, მონდომების შემთხვევაში მოინახება იურიდიული მექანიზმები, რომელიც ამას შესაძლებელს გახდის:

“გამოსავალი არის დიალოგში, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ეს პროცესი კიდევ უფრო გაართულა, კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანა, მაგრამ სხვა გამოსავალი საბოლოო ჯამში დიალოგის გარდა, არ არსებობს, მათ შორის ისიც, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული და იყოს დიალოგის ერთ მხარეს, არის სრულიად სწორი.

მე ვფიქრობ, მონდომების შემთხვევაში მოინახება იურიდიული მექანიზმები, რომელიც შესაძლებელს გახდის მის გათავისუფლებას. ეს არ არის ისეთი პრობლემა, თუ ხელისუფლება მოინდომებს.

ჩემი აზრით მთლიანად ის საქმე, რაზეც მას ბრალი აქვს წაყენებული, არის მთლიანად პოლიტიზირებული, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება თავიდანვე ერეოდა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, როცა ასეთ საქმეზე წაუყენა ბრალი არა მხოლოდ მელიას, არამედ 20 ივნისის სხვა მონაწილეებს და არც ერთ პოლიციელს, როცა პირდაპირ კადრებში ჩანდა, რომ გადააჭარბეს საკუთარ უფლებამოსილებას, ეს ადამიანები პასუხისგებაში არ არიან მიცემული”. – განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g