“ნიკა მელია ამბობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია”,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან” შესახვედრად საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა.
მისი თქმით, ნიკა მელიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მოვინახულე ნიკა მელია საკანში. მაინტერესებდა მისი მდგომარეობა, ასევე გამოვკითხე მისი პირობები დაკავების მომენტიდან ამ დრომდე. როგორც მან მითხრა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებაში იყო გადაყვანილი და იქიდან წამოიყვანეს პირდაპირ მე-12 დაწესებულებაში. ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ფიქრობს, რომ ციხეში არსებული პირობები დამაკმაყოფილებელია. თავს გრძნობს მხნედ და ჰქონდა სურვილი, რომ საჯაროდ მეთქვა, საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა. ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი, ჩვენ ვესაუბრეთ ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება და მიეცემა საშუალება, რომ გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.