LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას უკან ყოველთვის იყო გიგა ბოკერია – ეს ბიჭი, ლევან ხაბეიშვილი რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას – თაკო ჩარკვიანი

3989
ფორტუნა (22)

ნიკა მელიას უკან ყოველთვის იყო გიგა ბოკერია, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გრიგოლ ვაშაძეს ისე ლანძღავდნენ მელიას მომხრეები, რომ „ოცნების“ მომხრეებსაც გადაასწრეს.

„მელიას უკან 2016 წელსაც იდგა გიგა ბოკერია. კაცმა გამარჯვება მოუტანა „ძალა ერთობაშიას“, მელიას მომხრეები ტროლ-ბოტებს ასწრებდნენ საკუთარი ლიდერის, გრიგოლის ლანძღვაში. გიგა ბოკერიას ნიკა მელიაზე გავლენა ჰქონდა, აქ ორი აზრი არ არის. ნიკას ყოველთვის თვალი ეჭირა პარტიის თავმჯდომარეობაზე. მე ეს ჯერ კიდევ გრიგოლის არჩევნების პერიოდში შევამჩნიე. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გრიგოლს ისე ლანძღავდნენ მელიას მომხრეები, რომ „ოცნების“ მომხრეებს ასწრებდნენ. ეს იყო ჩემთვის საკვირველი რამ, რადგან კაცს არაფერი არ დაუშავებია, გარდა იმისა, რომ მეორე ტური მოუტანა ოპოზიციას, არნახული გამარჯვება. გრიგოლს ეუბნებოდნენ რატომ არ დაიცავი ხმებიო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გაოცებული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოთმინებით, რადგან მას ბევრი „ტალახის ატანა“ უწევს.

„ეს ბიჭი[ლევან ხაბეიშვილი] რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას. მომწონს ამღიარებელი კაცი, ამღიარებელი ადამიანი. თქვა, რომ მე ვარ ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, მაგრამ მე ვარ მიხეილ სააკაშვილის იდეით დაფუძნებულ პარტიაში. ეს ძალიან საინტერესო განცხადებაა. ამ ბიჭს[ნიკა მელიას], ხომ ვერ ვათქმევინეთ ვერასდროს. მელია ამბობს, – „მე, მე, მე…“, – უკაცრავად რა, შენი ნაშრომი არ არის მარტო. მელიამ მიშას ხმები მინდა, დაფინანსება მიშას მოპოვებული მინდა, საგარეო პოლიტიკაში სააკაშვილით მინდა ყველაფერი, მაგრამ „პიპინ-პიპინით“ უნდა ვიარო და დავაძინო პროცესიო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები