LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ქავთარაძე: უამრავი სმს მომდის და ბარემ ერთად გეტყვით – „N შოუ“ აღარ გავა „ფორმულაზე“

349
Untitled design - 2022-02-04T104853.094

ნიკა ქავთარაძე შოუ „ფორმულაზე“ აღარ გავა. ამის შესახებ ინფორმაცია წამყვანმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

ქავთარაძე შოუს შეწყვეტის მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს არხზე მიმდინარე ცვლილებების გამო მოხდა.

„უამრავი სმს მომდის და ბარემ ერთად გეტყვით

N შოუ აღარ გავა ფორმულაზე – არხზე მიმდინარე ცვლილებების გამო.

ზოგადად, ამ წელს ალბათ უამრავი ცვლილება იქნება კრიტიკულ მედიაში.

მინდა ძალიან, ძააალიან დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც უყურებდით, მოგწონდათ და გულშემატკივრობდით ამ შოუს
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, ვისი სურვილით და გადაწყვეტილებითაც დაუბრუნდა “N-შოუ” ტელე-სივრცეს
ასევე დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ გადაცემას აკეთებდა ამ ორი სეზონის განმავლობაში

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუმრებს, რომელთა გარეშეც ეს გადაცემა ვერ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც იყო
თუმცა, ცხოვრება გრძელდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე სასიამოვნოდ გაგაოცებთ ყველას, ვისაც გიყვართ გულიანი სიცილი, მუსიკა და კარგი იუმორი.

დეტალებზე ახლა არ ღირს ლაპარაკი, ღამის ორის ნახევარია

თქვენი ტკბილი და მურაბა – ნიკოლოზ ვახტანგის-ძე ქავთარაძე“. – წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები