გია ჯაფარიძესა და ეკა გიგაურს, რომლებმაც ინგა გრიგოლიას გადაცემაში საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და გაშვებულ შანსზე საუბრისას ვერ შეიკავეს ცრემლები, შოუმენი ნიკა ქავთარაძე პოსტს უძღვნის:
„მეორე დღეა, ვფიქრობ თქვენს ემოციაზე და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ხელისუფლებაში ერთი ადამიანიც კი არ გვყავს, რომელიც არათუ თქვენსავით, არამედ ოდნავ მაინც განიცდიდეს საქართველოს პრობლემებს.
მადლობა თქვენ, ძალიან ძვირფასი ხალხი ხართ და რომ არა თქვენნაირი ქართველები, საერთოდ არ ექნებოდა ამ ქვეყანას არანაირი პერსპექტივა!
დღეს, 20:00 – ყველანი რუსთაველზე, საქართველოს მომავლის გადასარჩენად“.