LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ვაჟკაცია, ამას არ გააკეთებს, ამ აქციიდან მინდა ვუთხრა – ბრძოლა ბოლომდე! – ანზორ მელია

132
meliaaaa

ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია, რომელიც ოპოზიციის აქციაზე იმყოფება,  პროკურატურის შეთავაზებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი შვილი ვაჟკაცია და ის გირაოს არ გადაიხდის.

“გუშინ პროკურორის გამოსვლა სამარცხვინო იყო. გირაოს გადაუხდელობის გამო დაიჭირეს ნიკა და ახლა სთხოვენ პატიმარს, გადაიხადე და გამოგიშვებთო. ნიკა ვაჟკაცია, ის ამას არასოდეს გააკეთებს. ის თავისი პრინციპების ერთგული და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლია. ამ მთავრობას ჭკუა არ აქვს, არავინ ჰყავს ნათელი წეტილი, ერთადერთი გახარია იყო და ისიც წავიდა მაგათგან, ბოღმა ახრჩობთ ახლა. მათ ნიკა ჯობია ყველაფერში, კაცობაში, საქართველოს სიყვარულში და ვაჟკაცობაში

დღეს აქციაზე ნიკას წერილი წაიკითხეს, რომელიც ციხიდან გამოაგზავნა. ეს არის ლიდერის წერილი, სამშობლოს სიყვარულზე განპირობებული. ამ აქციიდან ნიკას მინდა ვუთხრა – ბრძოლა ბოლომდე! ” – განაცხადა ანზორ მელიამ მედიასთან აქციის მიმდინარეობისას.

“თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ” – ნიკა მელიას წერილი ციხიდან

შეგახსენებთ, ოპოზიციამ დღეს აქციაზე საერთო განცხადება გაავრცელა და მთავარ მოთხოვნებზე ისაუბრა. ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტები უცვლელი მოთხოვნებით 2 მარტს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.

ამავე თემაზე:

გაიშლება კარვები, ყველას ექნება შესაძლებლობა, შემოუერთდეს უწყვეტ პროტესტს, ჩვენი მეგობრები იმღერებენ და იქნება მუსიკა თავისუფლებისთვის: უგულავა

2 მარტს პარლამენტის, 5 მარტს კი კანცელარიის შენობის პიკეტირებას ვგეგმავთ – ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია

იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. საკეკლუცოდ წავლენ დეპუტატები? იქაც დავხვდებით: უგულავა

ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას – ხატია დეკანოიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g