LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nike-მ ერთი გორგალი ძაფისგან წყვილი ბოტასი დაამზადა

251

ამერიკულმა კომპანიამ Nike, რომელიც ცნობილია სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოებით, Air Force 1 Ultra-ს ახალი, განახლებული მოდელი წარადგინა. როგორც უცხოური პრესა იტყობინება, ახალი მოდელი წინამორბედზე მსუბუქი და კომფორტული გამოდგა, რაც უახლესი ტექნოლოგიების დამსახურებაა.

როგორც ირკვევა, კომპანიის დიზაინერებმა ახალი მოდელი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი გორგალი ძაფის გამოყენებით შექმნეს, რაც მომხმარებლებისთვის ნამდვილად დიდი სიურპრიზი გამოდგა. მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით კომპანია განთავისფულდა უსარგებლო ნარჩენებისგან, ხოლო ბოტასები ბევრად უფრო კომფორტული და მსუბუქი გახდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნოემბრისთვის კომპანია კიდევ ერთ ახალ მოდელს Nike Air Max CB 94-საც წარადგენს, რომელიც მხატვრული ფილმის “გოძილა”-ს მთავარ პერსონაჟს მიეძღვნება.

კომპანია Nike ამერიკაში 1964 წელს დაარსდა, ხოლო მისი თავდაპირველი სახელი Blue Ribbon Sport-ს გახლდათ. ამ დროისათვის კომპანია რამდენიმე სპორტულ გრანდს სპეციალური ეკიპირებით ამარაგებს, მათ შორისაა კატალონიური ბარსელონაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები