LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკი მინაჟი H&M-ის საშობაო კამპანიის სახე გახდა

90

შვედურმა ბრენდმა H&M საშობაო სარეკლამო კამპანია წარმოადგინა, რომლის მთავარი გმირიც 34 წლის მომღერალი, ნიკი მინაჟი გახდა. მას კომპანიონობას მოდელები, მარიაკარლა ბოსკონო და ანა ევერსი უწევენ. უჩვეულო კოლექცია „პანკ-პრინცესას“ თემით ფოტოგრაფმა ტიმ უოკერმა გადაიღო.

„კოლექციას ქალის ორი სახვადასხვა გარეგნობა აქვს, მაგრამ ორივე მათგანი ნამდვილი ქალაქელია, გამოკვეთილია ფიგურა და სექსუალურობისა და მოდური ქსოვილების თავდაჯერებულ მიქსს წარმოადგენს“ – ამბობს H&M-ის მთავარი დიზაინერი და კრეატიული დირექტორი პერნილა ვოლფარტი.

წარმოდგენილ სამოსს შორის განსაკუთრებით წითელი კაბა, ნახევრად გამჭვირვალე ქვედაბოლო, მაღალწელიანი შარვალი, ნაქოსვი სვიტერი და სათხილამურო სტილში გადაწყვეტილი „ელასტიკები“ გამოირჩევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები