ნიკი მინაჟი ჟურნალ Nylon-ის აპრილის ნომერში გამოჩნდება. გამოცემისთვის რეპერმა ინტერვიუც მისცა, ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
Meek Mill-თან ნიშნობაზე: „ჯერ ჯერობით დანიშნული არ ვარ. ის ყოველთვის მეუბნება, რომ მესამე ბეჭედი, რომელსაც მაჩუქებს, ნიშნობის იქნება. მაგრამ ხანდახან თავის საცოლედ მომიხსენიებს და მე ვაჩერებ და ვეუბნები, რომ ეს ასე არ არის, სანამ სწორედ იმ ბეჭედს არ მომიტანს. ამ მოვლენამდე ერთი ნაბიჯით ვართ დაშორებულები და თუ ეს მოხდება, მე მას გავყვები ცოლად და შვილსაც გავაჩენ. ერთი სული მაქვს ხელში საკუთარი შვილი ავიყვანო.
როდესაც ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობდით, ის ხშირად მადარებდა დედამისს და ეს ძალიან მომწონდა. ეს მაფიქრებინებდა, რომ ჩემი სიუხეშე და ძალა მას არ აშინებდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი აზრის გამოხატვა შემეძლოს. იყო ურთიერთობაში – არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ხმა დაკარგო. იყო ურთიერთობაში – ნიშნავს, რომ თავს დედოფლად გრძნობდე და იყო ყველაზე უსაფრთხოდ“.