ნიკი მინაჟმა საუდის არაბეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ინფორმაცია რეპერის Jeddah World Fest-ზე გამოსვლის შესახებ ცნობილი გასულ კვირას გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ და ჩაკეტილ ქვეყანაში დაანონსებულ პერფორმანსს, როგორც ადგილობრივების, ისე ადამიანის უფლებადამცველების მხრიდან უკმაყოფილოება მაშინვე მოჰყვა. იმ ფონზე, როცა 36 წლის არტისტი ცნობილია ეპატაჟური სტილითა და სკანდალური სასცენო გამოსვლებით, მას საღამოს გაუქმებისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ.
ცნობილია, რომ ფესტივალში მონაწილეობას ლიამ პეინი და სტივ აოკი მიიღებენ. ღონისძიება 18 ივლისს გაიმართება.