სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო სამხედრო დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, მოლაპარაკებებს აზერბაიჯანულ მხარესთან 102-ე რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანი რუსეთისგან დახმარებას 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს. გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, სომხეთის სიუნიქის რეგიონის ქალაქ გორისის ადმინისტრაციამ 12 მაისს განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა რესპუბლიკის საზღვარი დაარღვიეს. გუშინ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კვლავ რჩებიან სიუნიკის რეგიონში.
მოსკოვმა გაიზიარა ერევნის შეშფოთება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის საზღვრების გადმოკვეთასთან დაკავშირებით.
მანამდე ფაშინიანმა დაავალა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, დაიწყონ კონსულტაციების კოლექტიური უსართხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარლგებში. ამ ორგანიზაციის წევრები სომხეთთან ერთად, არიან რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაადეკვატური უწოდა სომხეთის განცხადებებს და მოუწოდა, არ გამოიყენონ ვითარება წინასაარჩევნო და შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის.
