გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია.
სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განთავსებული განცხადებაც გამოაქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ წინადადებას და არც დადგენილ ვადაში მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი ოთხშაბათის მდგომარეობით, თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება.
შეგახსენებთ, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში საპროტესტო გამოსვლები ყოველდღიურად იმართება.
სიტუაცია ირევა ჩვენს მეზობელ ქვეყანაშიც, საქმე მიდის სამხედრო გადატრიალებისკენ – ვახტანგ მაისაია
