ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი შობის დღესასწაულს ავტრალიაში შეხვდნენ. წყვილმა შობა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებილი რომანტიკული ფოტოთი მიულოცა. ამჯერად კი, ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი ქალიშვილებთან ერთად, სიდნეის კინოთეატრთან გადაიღეს, სადაც პოპულარული ოჯახი ფილმის ჩვენებას დაესწრო. 50 წლის კიდმანმა კინოში ვიზიტისას აქცენტი მინიმალისტურ მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე გააკეთა. ის განუმეორებელი იყო ვარდისფერ სამოსში, როემლიც შლაპასთან ჰქონდა შეხამებული. ტრადიციულ სპორტულ სამოსში გამოჩნდა კინოთეატრთან კიტ ურბანიც. საინტერესოა, რომ მეუღლებმა ფილმის ნახვა სიდნეის რიგით კინოთეატრში არჩიეს, სადაც უამრავი მაყურებელი იმყოფებოდა.
კიდმანმა და ურბანმა 9 წლის სანდი როუსთან და 6 წლის ფეით მარგარეტთან ერთად საოჯახო კომედია „პადინგტონი 2“ ნახეს, რომელიც 2014 წელს გადაღებული პადინგტონის თავგადასავლის გაგრძელებაა.