ჰოლივუდის მსახიობი ნიკოლას კეიჯი თანახმაა, დააბრუნოს დინოზავრის მოპარული თავის ქალა, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
იშვიათი ექსპონატი, რომელიც მსახიობმა 2007 წელს $276 ათას დოლარად შეიძინა, მონღოლეთის ხელისუფლებას დაუბრუნდება. ვარსკვლავის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ აღიძვრება და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, საქმეში გარკვევის შემდეგ კეიჯმა თავად გამოთქვა სურვილი, ექსპონატი მონღოლეთისთვის დაებრუნებინა.