LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ხაჩიძე: „მაია ასათიანი ჩემზე ნაწყენი არ არის…“

4605
maiaasatiani

„რუსთავი 2“-ზე ახალი გადაცემა იწყება – „სხვა კითხვებს“ ნიკოლოზ ხაჩიძე გაუძღვება. მისი პირველი გადაცემა, სადაც ნანი ბრეგვაძე ჰყავს სტუმრად, ეთერში ექვს იანვარს გავა. მანამდე მასთან ინტერვიუ ჟურნალმა „სარკემ“ ჩაწერა. ნიკუშა ხაჩიძე დიდი ხნის განმავლობაში მაია ასათიანის გადაცემის „პროფილი“ პროდიუსერად მუშაობდა.

ნიკოლოზ ხაჩიძე:

„პროფილიდან“ სექტემბერში წამოვედი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი თავი ამოვწურე ამ გადაცემაში. ასე დიდხანს არსად მიმუშავია  და ეს იმ ფანტასტიკური გუნდის დამსახურებაა, რომლის სათავეშიც მაია ასათიანი იყო. მაიასთან მუშაობა ძალიან დიდი კომფორტი გახლდათ. ბევრ რამეს სწავლობდი, ბევრ რამეს იგებდი… რაც მთავარია, ყველაფერს ითვალისწინებდა და იყო სრული ჰარმონია. ერთად განვახორციელეთ ბევრი პროექტი. „მარაოზე“, პროფილზე“ და კიდევ არაერთ გადაცემაზე ვიმუშავეთ, რაც გადიოდა „რუსთავი 2“-ის ეთერში. ასე რომ, ბევრი ნაყოფიერი წელი გავიარეთ ერთად. მერე კი მივხვდი, რომ მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაწყებულიყო.

პროფილის“ დახურვა და თქვენი წამოსვლა ერთდროულად მოხდა. იცით, რას აპირებს მაია ასათიანი?

მე წამოვედი და არ ვიცი, გაგრძელდება „პროფილი“ თუ არა. „ტვ პირველიდან“ რომ წამოვიდა მაია, მე მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, ეს გუნდი დამეტოვებინა. მაია ასათიანი იმდენად ნიჭიერი ადამიანია, სადაც უნდა წავიდეს და რაც უნდა დაგეგმოს, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება. მაია არა მხოლოდ ტელეწამყვანია, პროდიუსინგში, იდეებში – ყველაფერში მონაწილეობდა. იმდენად დიდი პოტენციალი აქვს, სადაც უნდა იყოს, მაინც წარმატებული იქნება.

მაია ასათიანი თქვენზე ნაწყენი არ დარჩა?

არა! იმდენი წელი გავატარეთ ერთად და ისე ვმეგობრობდით… იმდენად შეგნებული და საქმის პროფესიონალია, რომ როდესაც ვუთხარი, მივდივარ-მეთქი, არ სწყენია და არც უნდა სწყენოდა. ყველას კარგად გვესმის, რომ სამუდამო არაფერია. ზუსტად ვიცი, რომ უნდა, წარმატებული ვიყო… არანაირი განხეთქილება და კონფლიქტი ჩვენ შორის არ ყოფილა. პირიქით, ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს, ისეთი, როგორიც მრავალი წლის კოლეგებსა და მეგობრებს შეეფერებათ. ბუნებრივია, გული დასწყდებოდა, მაგრამ ესეც არ გამოუხატავს, გაგებით მოეკიდა ამ ყველაფერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g