ნიკოლოზ რაჭველი სხვა ქართველ მუსიკოსებთან ერთად გერმანიაში აუდის საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფება. გუშინ ფესტივალის პირველ დღეს ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა დაუკრა, დღეს კი მსმენელის წინაშე წარდგება ქართველი ვუნდერკინდი ცოტნე ზედგინიძე:
„გუშინ ლიზამ Münchner Philharmoniker-თან ერთად საოცარი შესრულებით გახსნა აუდის საზაფხულო ფესტივალი, დღეს კი ცოტნეს პირველი საორკესტრო ქმნილების პრემიერაა ინგოლშტატის Georgisches Kammerorchester-თან ერთად. როგორც აქაურები იტყვიან: თოი, თოი, თოი!“
ნიკოლოზ რაჭველი ცოტნე ზედგინიძის მამას მიმართავს: „ცოტნეს კარიერას მიადგება მოუშუშებელი ჭრილობა…“