LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სამხარაძე: „მიხაილ როთი სანამ ბოდიშს არ მოიხდის, არ შევხვდებით“

125
ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სანამ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ბოდიშს არ მოიხდის, ხელისუფლების წარმომადგენლები მას არ შეხვდებიან.

კახა კალაძე: რატომ უნდა შევხვდეთ მიხაელ როთს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული?

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში მყოფ მიხაილ როთზე საუბრის დროს ჟურნალისტებთან აღნიშნა, „მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ფეხბურთელებს“.

„მას სწორედ ამ მიზეზის გამო არ ვხვდებით და სანამ ბოდიშს არ მოიხდის, არ შევხვდებით…

ჩვენ ამაყი, თავმოყვარე ხალხი ვართ და როცა ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსი ჩამოდის, საკუთარ თავს შეურაცხყოფის უფლება არ უნდა მისცეს.

თავი დავანებოთ იმას, რომ ის ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე იყო და იქ ოპოზიციის მისწრაფებებს მხარი დაუჭირა, რაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა – ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მან საკუთარი განცხადებებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენ, ჩვენს ხალხს და ეკლესიას.

ირაკლი ზარქუა: „მიხაილ როთი ჩვენთან არ არის ჩამოსული – მისი ღირებულებებით, ტრადიციებითა და ადათ-წესებით ალბათ გვარამიასთან, მელიასთან და „ჩახდილებთან“ ჩამოვიდა – ასე რომ ამათ ოფისებში იაროს და ერთმანეთთან გაერთონ“

ძალიან მაინტერესებს, შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები რომ დაუსხდებიან, აპირებენ თუ არა სთხოვონ, რომ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადოს.

გაგახსენებთ, როთმა თქვა, რომ მართლმადიდებლობა არის სიბნელე, მართლმადიდებლობასთან ერთად საქართველოს და ახალგაზრდებს ევროკავშირში მომავალი ვერ ექნებათ. ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ქართული კოშმარი და რუსული ხელისუფლება. როთმა ასევე ქართველ ფეხბურთელებზე თქვა, რომ სამარცხვინოა, რომ მათ თანხა „ქართუ“ ფონდიდან აიღეს.

ვინც ამას საჯაროდ ამბობს, მასთან შეხვედრის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, კრიტიკა ერთია, შეურაცხყოფა – სხვა რამეა. ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, მათთან ვსხდებით და დისკუსიას ვაგრძელებთ, რადგან კრიტიკა ჩვეულებრივია, როცა პარტნიორებს ესაუბრები. ამიტომ, ჩვენ კრიტიკას კი არა, არამედ შეურაცხყოფას ვებრძვით“, – თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს.

მიხაილ როთი: „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს“

ნონა ქურდოვანიძე: „მიხაილ როთის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არსებობა-არ არსებობაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g