LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკორა სუპერმარკეტმა“ და 20-მდე წამყვანმა კომპანიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

276

50 %-მდე ფასდაკლებით სარგებლობა, ამიერიდან „ნიკორა სუპერმარკეტის“ დაგროვებითი ბარათის მფლობელებს სხვადასხვა ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებში შეეძლებათ. პარფიუმერია და კოსმეტიკა, ოპტიკური მაღაზიები, გამაჯანსაღებელი ცენტრები, ტექნიკის,  ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიები, ტურისტული სააგენტოები, სამშენებლო და სადაზღვევო კომპანიები, ეს ის მოკლე ჩამონათვალია, სადაც დაგროვებითი ბარათის მფლობელებს საშუალება მიეცემათ ექსკლუზიური ფასდაკლებებით ისარგებლონ.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  შპს. „ნიკორატრეიდ”-მა პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა . პროექტში ჩართულია ქართულ ბაზარზე არსებული 20-მდე წარმატებულიკომპანია –  „Gino Paradaise”, “Oktopus”, “Celio”, “Etam”, “Gary Weber”, “CaptainPlus“, “IC GROUP”, “HELISICORE”, “Aray”, “Deflos”, “Roniko”, “Voules-Vous”, “Apply City”, “City Sport”, „რიტუალების სასახლე“, “თერმოცენტრი“, „ბინადარი“, „პეპელა“და „სალამანდრა“.

მემორანდუმის ფარგლებში “ნიკორა სუპერმარკეტის” დაგროვებითი ბარათის თითოეული მფლობელი აღნიშნულ კომპანიებთან ექსკლუზიური ფასდაკლებით ისარგებლებს.

ცნობისთვის, „ნიკორა სუპერმარკეტი“ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა.  წლების მანძილზე აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია საქალრთველოში.  კომპანიის მთავარი მიზანია – ხარისხის კონტროლი,  გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება,  ხარისხის კონტროლი, სციალური პასუხისმგებლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g