კომპანია ”ნიკორა” საკუთარ მომხმარებელს ახალ პროდუქტებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ნიკორას” ასორტიმენტს ქართმის ძეხვი შეემატა.
მათივე ინფორმაციით, კომპანიამ მომხმარებელს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ახალი პროდუქტი – “ზელცი” შესთავაზა. ზელცი” “ხალადეცის” მსგავსი პროდუქტია, თუმცა მისგან განსხვავებით მჭლე ღორის, საქონლისა და ქათმის ხორცისაგან მზადდება და შესაბამისად, ცხიმიანობის დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
ამჟამად ”ნიკორას” ასორტიმენტში ”ზელცის” სამი სახეობაა: “ზელცი” ღორის ხორცით, “ზელცი” საქონლის ხორცით და “ზელცი” ქათმის ხორცით.
სააქციო საზოგადოება “ნიკორა” 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა. ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. ამას გარდა, “ნიკორას” ერთ-ერთი შვილობილი კომპანია “ინტრეიდი” სხვადასხვა სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.