LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში არასრულწლოვნებმა პრეზერვატივების ყუთი მოიპარეს

297
BeFunky-collage (11)

Qartli.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ გორში, არასრულწლოვნებმა “ნიკორას” მაღაზიიდან პრეზერვატივები მოიპარეს.

შემთხვევა გუშინ, 10 ივნისს საღამოს საათებში მოხდა. როგორც მაღაზიაში აცხადებენ, რაოდენობრივად ბევრი პრეზერვატივია წაღებული.

ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ინდენტიფიცირებულა ის პირი, ვინც იმ მომენტში დახლიდან ყუთი აიღო:

,,საღამოს საათებში ბევრი ხალხი ტრიალებდა, ეს ბავშვებიც რამდენჯერმე შემოვიდნენ-გავიდნენ.კამერამ დააფიქსირა, როგორ აიღეს ყუთი” – აცხადებენ “ნიკორაში”.

Qartli.ge -ის ინფორმაციით, მაღაზიაში მივიდა მოზარდის მამა, რომელმაც განაცხადა, რომ წაღებული ნივთების თანხას გადაიხდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები