LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა დობრევი „ვამპირის დღიურებში“ ბრუნდება

1000

„ვამპირის დღიურები“ მერვე სეზონით დასრულდება. ამის შესახებ განცხადება იან სომერჰარდერმა გააკეთა, რომელმაც ასევე ისაუბრა პროექტის დატოვების თაობაზე. ჯერჯერობით პროექტის შემქმნელებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. სამაგიეროდ ცნობილი გახდა ახალი დეტალი მერვე სეზონის ფინალურ ნაწილთან დაკავშირებით. როგორც მოსალოდნელი იყო, იან სომერჰარდერის პროექტიდან წასვლა საკმაოდ რეზონანსული იქნება. პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს ნინა დობრევი მერვე სეზონში უკან დააბრუნონ, რათა სერიალის ყველაზე პოპულარული წყვილის, ელენასა და დეიმონის ისტორია ლოგიკურად დასრულდეს. შეგახსენებთ, რომ დობრევმა პროქტი გასულ წელს დატოვა.

ახალი სეზონის გადაღებები შემოდგომით დაიწყება და ფინალური ეპიზოდი მხოლოდ 2017 წლის მაისში გავა ეთერში. იქამდე კი სერიალის მეშვიდე სეზონი მიმდინარეობს, რომელიც 13 მაისს სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g