LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი გოგიჩაიშვილი: „მე და ნანუკამ გადავწყვიტეთ, საჩუქარი გაგვეკეთებინა დედისა და ბებია-ბაბუასთვის და დასასვენებლად საფრანგეთში, ლიონში წამოვიყვანეთ…“

18294
ნინი მთავარზე

„მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად საფრანგეთში იმყოფება, მან და მისმა დამ, ნანუკამ დედას, ნათია ბანძელაძეს და ბებია-ბაბუას არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყვეს და საფრანგეთში დაპატიჟეს სამოგზაუროდ.

ნინიმ fortuna.ge-სთან ისაუბრა ამ შესანიშნავი ვოიაჟის შესახებ.

ფოტო/ვიდეო: ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები ლიონში მოგზაურობენ

სად ხართ და როგორ გადაწყვიტეთ საფრანგეთში მოგზაურობა?

ნინი გოგიჩაიშვილი:

საფრანგეთში ვართ მთელი ოჯახი ერთად, შარშან პირველად შევძელი, ამესრულებინა ბებოსა და ბაბუს ოცნება და პარიზი მენახვებინა…

იმ დროს, დედა ვერ ჩამოვიყვანე სამსახურის გამო, ამიტომ წელს, მე და ნანუკამ გადავწყვიტეთ, საჩუქარი გაგვეკეთებინა დედასთვის და ბებო-ბაბუსთვის და ერთად დაგვესვენა.

ნათია, არასდროს არაფერს იმჩნევს, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან გადაღლილია ემოციურად და მორალურად, ამიტომ ძალიან გვინდოდა, როდისმე მაინც დაესვენა და სიამოვნება მიეღო.

ამჟამად ლიონში ვართ, სადაც ულამაზესი ბუნებაა და გარდა ამისა, აქაური უძველესი რესტორნები და სასტუმროები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან საინტერესოა არქიტექტურა – ლიონში კი  ისტორია რომანული ეპოქიდან იწყება და ამ პერიოდის არქიტექტურის გადმონაშთების ნახვა ქალაქის ცენტრშია შესაძლებელი.

ფოტო/ვიდეო: “2 წლის მერე პირველად ისვენებს…უდიდეს გამარჯვებად ვთვლით, რომ წამოვიყვანეთ” – ნათია ბანძელაძე ქალიშვილებთან ერთად დუბაიში ისვენებს

ზოგადად მოგზაურობისას ყველაზე მეტად რას აქცევ ყურადღებას?

თუ მაქვს შესაძლებლობა, ყოველთვის მინდა ახალი ადგილების ნახვა.

მოგზაურობაზე მნიშვნელოვანი სულისთვის. გულისთვის და გონებისთვის არაფერი მგონია, იმიტომ, რომ საუკეთესო საშუალებაა კულტურის, საკვების, ახალი ადგილების, მუსიკისა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების აღმოსაჩენად.

დასვენებისას შენთვის რა არის პრიორიტეტული?

ადამიანები, ვისთან ერთადაც ვისვენებ და ახლის აღმოჩენა ან სწავლა, დასვენების დროის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენება მიყვარს, შეძლებისდაგვარად.

ვიცი, რომ ნანუკას შვილიც წაყვანილი გყავთ. მოგვიყევი მის შესახებ

კი, პატარა აივიც ჩვენთან ერთად არის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მასთან, რადგან დროებით საქართველოში არ ვცხოვრობ და ყოველთვის ძალიან მენატრება. უსაყვარლესია, ჩვენი პატარა მეგობარივით იქცევა, არ ტირის და სულ გიღიმის, ისე მიყვარს, ხანდახან გული მეღლება ხოლმე.

ლიონის კულინარიული თავგადასავლები როგორია?

ლიონს ხშირად უწოდებენ საფრანგეთის გასტრონომიულ დედაქალაქს და ჩემთვის ერთ-ერთი დაუვიწყარი საღამო პოლ ბოკუზის რესტორანში ვახშამია – ეს მსოფლიოში ერთადერთი რესტორანია, რომელმაც შეძლო 50 წლის განმავლობაში 3 მიშლენის ვარსკვლავის შენარჩუნება, თუმცა პოლ ბოკუზის გარდაცვალებიდან 1 წელიწადში 1 ვარსკვლავი დაკარგა.

მიყვარს ადგილობრივი სამზარეულო, რადგან კულტურის განუყოფელი ნაწილია და ხშირ შემთხვევაში, ისტორიასაც ჰყვება ამა თუ იმ ქვეყანაზე.

ცოტა ხნის წინ მონაკოში შეფ მარსელ მარვინთან ჩავწერე ინტერვიუ, რომელიც მარტში მეორე მიშლენის ვარსკვლავს იღებს და ჩემდა საბედნიეროდ, თავის რესტორანშიც გვიმასპინძლა.

მთელი მისი მენიუს ინსპირაცია ბუნებიდან მოდის, უდიდეს ყურადღებას აქცევს პროდუქტებს, რომ ყველაფერი იყოს ჯანსაღი და სასარგებლო. თავისი რესტორნის უკანა ეზოში ბოსტანი აქვს გაშენებული, რომელსაც უვლის და იქიდან მოპოვებულ ბოსტნეულს მის მენიუში იყენებს.

ვიდეო: რჩევა, რომელიც ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილებს მამისგან დაამახსოვრდათ

ნათიაზე მინდა გკითხო, ისეთ ფორმაშია, რომ თქვენს დას უფრო ჰგავს აშკარად

არ ვიცით, ნათია ასაკს რას უშვრება, მაგრამ ფაქტია, დედაზე მეტად მართლა ჩვენს დას უფრო ჰგავს.

რადგან ამაზე ჩამოვარდა საუბარი, „იკიგაის” კითხვა დავასრულე, სადაც ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო იყო აღწერილი და ერთ-ერთ ნაწილში ამბობენ, თუ გინდათ, ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვროთ, არასოდეს უნდა გააჩეროთ თითები, რაც გულისხმობდა მუდამ საქმით დაკავებას და მოძრაობაში ყოფნას – ნათია იმდენ რამეს აკეთებს ერთდროულად და იმდენ ადამიანს გვივლის და გვეხმარება, რომ ფაქტია, ამ შრომის ხარჯზე ასაკი ქრება. ეს ნახევრად ხუმრობით და ნახევრად მართლა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

mazda magti 5g