ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ნინი შერმადინი ჩაერთო ამერიკიდან და მოყვა იმ დეპრესიის შესახებ, რომელიც დედ-მამის გარდაცვალებამ მოუტანა:
„დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს აქვს პირადი ტკივილი და ტრაგედია, მაგრამ საზოგადოებაში არ გამოგვაქვს და თავზე არ ვახვევთ ერთმანეთს. ამერიკაში ეს კულტურა მაღალ დონეზეა აყვანილი რომ ერთმანეთს არ გადავდოთ ცუდი აურა.
ხელოვანებს გვიწევს რაღაც დოზით ჩვენი ემოციებისა და ცუდი განწყობის დამალვა. ხშირად მქონია მომენტი,როცა არ მქონია სიმღერის განწყობა, მაგრამ სცენაზე დავმდგარვარ, გამიღიმია და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზე სიმღერაც დავწერე.
რაც შეეხება ჩემს დეპრესიას, ორი წლის წინ გარდამეცვალა ორი ყველაზე ძვირფასი ადამიანი, დედა და მამა. ვფიქრობდი, რომ ვიყავი ძლიერი ადამიანი, მაგრამ ამ ტრაგედიის დროს უძლური აღმოვჩნდი. დამეწყო ისეთი ძლიერი დეპრესია, რომ დამჭირდა ფსიქიატრი, მკურნალობა, ანტიდეპრესანტები, მოვიმატე წონაში, ვიყავი აბსოლუტურად უუნარო. გარეთ გასვლის სურვილიც არ მქონდა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც იმუშავა ჩემთვის და ჩემზე… ორი წლის თავზე შევძელი, რომ ადეკვატური ვყოფილიყავი და მიმეღო ის რეალობა, რაც მე დამატყდა თავს…“