„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს. ამის შესახებ მან ,,TV პირველის“ ეთერში განაცხადა. ბურჯანაძის თქმით, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობას“ ბარიერის პრობლემა არ აქვს.
,, რაც შეეხება არჩევნების ორგანიზებას და მეტ-ნაკლებად სიმშვიდეს და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ამ არჩევნებში ვიღაცის ფარული ხელი ურევია – სრულიად ნათელია ვისი ფარული ხელიც ურევია. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ფარული ხელი. რეალურად მოხდა ამ არჩევნებით მანიპულირება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.