ნინო ბურჯანაძე „მთავარ არხზე“ ლელა წურწუმიას გადაცემას ესტუმრა და პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა, მათ შორის იმის შესახებ, როგორ იქცეოდა, როდესაც შეყვარებული იყო.
ნინო ბურჯანაძე:
„როგორც ჩემი ქმარი ამბობს, შეყვარებულობის დროს ძალიან ცუდად ვიქცეოდი. რაღაც პერიოდის წინ შვილებთან მიჩივლა, მთელი სტუდენტობა გამიმწარა, კინოში არ წამომყვა, არსად არ წამომყვა და არ შემარგო შეყვარებულობის პერიოდიო. სულ გვახსენდება ხოლმე ერთი შემთხვევა, როცა კალათბურთზე დამპატიჟა. სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს, თავადაც ვთამაშობდი… კალათბურთზე წავიყვანე ჩვენი ახლობლის შვილი, რომელიც ჩემზე შვიდი წლით პატარაა და ჩავისვი შუაში (იცინის). ჩვენი შეყვარებულობა ორ წელზე მეტი გაგრძელდა… ამაზე ჩემი შვილები ძალიან ხალისობენ და ცოტა ირონიულადაც უყურებენ. რას იზამ, ჩვენ სხვაგვარად ვიყავით გაზრდილები… რა ვიცი, ასე იყო…“