LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის

1525
ბურჯიკო

ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის. როგორც ანზორ ბიწაძემ “რადიო პალიტრას” ეთერში განაცხადა, ის დედასთან ერთად, პარტია “დემოკრატიულ მოძრაობაში” იქნება.

“პოლიტიკაში მოსვლის მთავარი ფაქტორი ალბათ შინაგანი მოთხოვნილებაა, რომ ემსახურო შენს ქვეყანას… უბრალოდ მექნება ჩემი მოკრძალებული ადგილი იმ მიმართულებით, რომ გავანდო საზოგადოებას ჩვენი პარტიის გეგმები, ხედვები, ჩემს თანატოლებთან შევეცდები ღია კომუნიკაციაში ვიყო”, — ამბობს ანზორ ბიწაძე.

კითხვაზე,  ხომ არ აპირებს ნინო ბურჯანაძე პოლიტიკიდან წასვლას და მას ხომ არ უტოვებს ადგილს, ბიწაძე პასუხობს: “არავითარ შემთხვევაში”. მისივე თქმით, მალე გამოცხადდება თარიღი, როდის გაიმართება “დემოკრატიული მოძრაობის ყრილობა, სადაც პარტია თავის ამომრჩეველს საინტერესო გეგმებსა და ხედვებს გააცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g