ნინო ცქიტიშვილი მატილდა გვარლიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ახლახან მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუში მიიღო მონაწილეობა.
შოუს ესწრებოდა მისი სააგენტოს დირექტორი ნინო ცქიტიშვილი, რომელმაც მატილდასთან ერთად გადაღებული ფოტო გაგვიზიარა.
ნინომ შოუზე შავი ულამაზესი სამოსი მოირგო და გამომწერებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: „ჯადოსნური ხარ“, სწერენ მას კომენტარებში.