LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჟიჟილაშვილი: ნიკა უნდა იყოს გარეთ და ყველამ იცოდეს, რომ ნიკა იქნება გარეთ

474
bzamochra (2)

ნიკა უნდა იყოს გარეთ და ყველამ იცოდეს , რომ ნიკა იქნება გარეთ, ეს არის გარდაუვალი ამბავი და რაც მალე გაკეთდება, მით უკეთესი ყველასთვის, – ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა აშშ-ს საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა და აღნიშნა, რომ უახლოეს საათებში, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართავენ.

“მოლოდინი პოზიტიურია, სავარაუდოდ, პრეზიდენტთან შეხვედრასაც მოვითხოვთ” – რა შედეგით დასრულდა მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ელჩთან

“ჩვენ მას ვთხოვთ, ჩათვალეთ, რომ ეს არის უკვე მიმართვა, ჩვენ მას ვთხოვთ რომ გამოიყენოს თავისი უფლება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

არ ვიცი, რა რეაქცია ექნება თვითონ ნიკას, მან ითხოვა, რომ ჩვენ ეს არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ და ეს არის ერთ ერთი ბერკეტი, რომელიც მთავარი კრიტიკული არხის მედიამენეჯერს და ფიგურას ქვეყანაში, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა თითოეული თქვენგანისთვის და აუდიტორიისთვის სწორი, გასაგები და თავისუფალი სივრცეების შექმნისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იყოს გარეთ.

მიუხედავად იმისა, რა ტიპის სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ გემოვნებაში, შეხედულებებში, თუ სამოქმედო ჟურნალისტურ სივრცეებში”, – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს “მთავარი არხის” დამფუძნებლის მხარდასაჭერად ქუჩის პირველი პროტესტია დაგეგმილი. შეკრება საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტისკენ მსვლელობით გაგრძელდება.

“ვიბრძვით მთავარისთვის” – დღეს 19:00 საათზე მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართება

ოპოზიციას არც იარაღის დაჭერა უნდა ხელში და არც ხმარება იციან, აგერ თქვენ და აგერ მე, არავინ მივა – ელისაშვილის თქმით, აქციებს არ შეუერთდება

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g