LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გოგორიშვილთან დაკავშირება ვცადეთ, სავარაუდოდ, ემოციური მდგომარეობის გამო ზარებზე პასუხი არ სურდა: ლომჯარია სააკაშვილის მკურნალ ექიმზე

136
1

სახალხო დამცველის განცხადებით, მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან, ნინო გოგორიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა კომუნიკაცია ვერ შედგა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სურდათ, შეხვედროდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტლის სხვა მორიგე ექიმებსაც, თუმცა მათგანაც უარი მიიღეს:

“ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ შევხვედროდით ქალბატონ ნინოს და სხვა მკურნალ ექიმებს თუ მორიგე ექიმებსაც, რაზეც მივიღეთ უარყოფითი პასუხი. რა თქმა უნდა, ესეც იყო გუშინ გორის ჰოსპიტალში ჩვენი ჩასვლის მიზანი. ეს ექიმები ჩვენი პირველი ვიზიტის დროს იყვნენ ძალიან კოლეგიალურები, თანამშრომლობაზე ორიენტირებულები და გვქონდა იგივე მოლოდინი, თუმცა გუშინ ეს კომუნიკაცია არ შედგა.

გვქონდა მცდელობა, ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებისაც, მაგრამ მან უარი განაცხადა ჩვენთან საუბარზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გვექნება მცდელობა. მან სავარაუდოდ უარი გვითხრა, რადგან ისეთი ემოციური მდგომარეობა ჰქონდა, რომ არ სურდა ზარებზე პასუხი და რამდენიმე მცდელობის შემდეგ უბრალოდ გათიშა ტელეფონი. თუ მას ექნება საშუალება, რომ გაგვესაუბროს, რა თქმა უნდა, მზად ვართ, გავესაუბროთ.” – თქვა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილის მკურნალი ექიმის მიერ წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი დადასტურებულია.

ამის შემდეგ კი მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა ნიკა გვარამია შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ გვარამიას მიერ ნაწილობრივ ფაქტების ინტერპრეტაცია მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g