ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ნინო ჯანგირაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვაქცინაციის საიტზე არსებულ შეფერხებას ეხმაურება.
“არადა ეს ოთხი დამპალი არხი გათიშულები ვართ და მაინც არ მუშაობს აცრის საიტი? ვახ, მეტი რაღა ვქნათ? რით დავეხმაროთ ქოცსამშობლოს? ერთი კვირა არ ჩავირთვებით, ოღონდ თქვენ კარგად იყავით”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს 4 ნაციონალური ტელეარხი გათიშულია.
TV პირველმა, “მთავარმა არხმა”, “ფორმულამ” და “კავკასიამ” მაუწყებლობა, პროტესტის ნიშნად, 24 საათით შეწყვიტეს.