ტელეჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში იმ შეზღუდვებისა და რეგულაციების წინასწარ სიას ეხმაურება, რომელიც ინტერნეტით გუშინ საღამოს გავრცელდა და წერს:
“კომენდანტის საათი არ გეყოთ, კიდევ სხვა უამრავი შეზღუდვა არ გეყოთ. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებისთვის ჯანდაცვის სისტემის სწორად მართვა მოგეთხოვათ, კიდევ უფრო კარგად ჩაგვკეტეთო ეხვეწებოდით, ხოდა, ხვალიდან ყველაფერი იკრძალება სუნთქვის გარდა, გილოცავთ. აი, ევროპაშიც რო კარანტინია, იმას რომ იშველიებთ არგუმენტად, ევროპაში: სახელმწიფო ხელფასის 80%–ს უხდის კერძო კომპანიების თანამშრომლებსაც კი, ბიზნესს კარანტინის დროს მიღებულ ზარალს უნაზღაურებს თანხით და გადასახადების გაუქმებით, ყველას ყველაფრის კომპენსაციას უხდის, და აგერ ჩემს ეთერში ყვებოდა გიორგი ფოფხაძე,საფრანგეთში ყოველკვირეულად საფოსტო ყუთში როგორ ხვდება სახელმწიფოსგან გამოგზავნილი ნიღბები. ჩვენ კი ვიყოთ ასე გაღლეტილები, მშივრები და დაბეჩავებულები. ოღონდ ხელისუფლებას არაფერი მოვთხოვოთ და ჩვენი კარგიც. უარესის ღირსი ვართ”.